კვლევის მეთოდები


გეოლოგია იყენებს სხვადასხვა საბუნებისმეტყველო მეცნირების მეთოდს, რათა ახსნას ლითოსფეროში მიმდინარე პროცესები. მაგ.: ოროგენეზისი, მადანწარმომშობი პროცესები, დედამიწის ამგებ ქანთა შედგენილობა და სხვ.
გეოლოგიის პრაქტიკულ და თეორიულ საკითხთა უმეტესობა დედამიწის ქერქის ზედა ნაწილზე უშუალო დაკვირვებებით წყდება. გეოლოგიური კვლევის მეთოდები უმთავრესად ემყარება ქანებზე დაკვირვებებს ბუნებრივ გაშიშვლებებსა და ხელოვნურ გამონამუშევრებში (შურფებშიკარიერებშიმაღაროებში და სხვ.). ქანებს შეისწავლიან ბუნებაშიც და მათი ნიმუშების ლაბორატორიული კვლევითაც. ველზე მუშაობის სავალდებულო ელემენტია გეოლოგიური აგეგმვა და გეოლოგიური რუკის შედგენა, რომელზედაც აისახება ქანების გავრცელება, გენეზისი, ასაკი, შედგენილობა; ხოლო თანდართულ გეოლოგიურ ჭრილებზე გამოჩნდება ქანების განლაგება და ურთიერთდამოკიდებულება.
რუკები და ჭრილები ძირითადი დოკუმენტებია ემპირიული განზოგადებებისა და დასკვნებისათვის, რომელთა საფუძველზეც ეძიებენ სასარგებლო წიაღისეულს, აფასებენ მშენებლობის საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებს.
აგეგმვის მონაცემების დასაზუსტებლად ხშირად მიმართავენ ბურღვას, რომელიც საშუალებას გვაძლევს აგრეთვე შევისწავლოდ ქანების ნიმუშები დიდი სიღრმიდან. ზეღრმა ბურღვის მიზანია სასარგებლო წიაღისეულის (ნავთობიაირი და სხვ.), აგრეთვედედამიწის სითბოსა და ახალი ნივთიერებების გამოყენება, დედამიწის ქერქის გეოლოგიური სტრუქტურის შესწავლა.
განსაკუთრებით დიდი სიღრმითი ბურღვები მიმდინარეობდა აშშ-ში, რუსეთში და სხვ. სარეკორდო ზეღრმა ბურღვითი სამუშაოები ჩატარდა კოლის ნახევარკუნძულზე, რომელმაც სარეკორდო ნიშნულს მიაღწია — 12 კმ. აღმოჩნდა, რომ ასეთ სიღრმეში ტემპერატურა უდრის 220°. აქვე მოიპოვეს უნიკალური ქანებიც. თუმცა ვითარება გართულდა მას შემდეგ, რაც დაიწყო ტექნიკური გაუმართაობა. შედეგად პროექტი დაიხურა.
ანალოგიური პროექტი განხორციელდა აშშ-ში თუმცა აქ სიტუაცია რადიკალურად დაიძაბა, როდესაც მიწის სიღრმიდან დაიწყო ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფა. აქ ნიშნულმა თითქმის 10 კმ-ს მიაღწია. წარმატებით მიმდინარეობს ზღვისა და ოკეანის ფსკერის ბურღვაც. თუმცა საყურადღებოა, რომ გეოლოგიური ზეღრმა ბურღვა დიდ რისკთანაა დაკავშირებული.

No comments:

Post a Comment